სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დღეს რუსთავის მე-12 პენტინეტციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვითარების ესკალაციისა და პროვოკაციის მიზნით, იგეგმება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უწყება აცხადებს რომ აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებასთან მისასვლელი გზების გადაკეტვას. როგორც დღევანელ ბრიფინგზე ითქვა სიტუაციის მაქსიმალური ესკალეციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა.