მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს შაბათს, თბილისში, ოპოზიციის აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი წერილი საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ #12 დაწესებულიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო.
როგორც წერილშია აღნიშნული, შაბათის აქციაზე უნდა გამოვიდეს ბევრი ადამიანი და აქცია მრავალრიცხოვანი უნდა იყოს. სააკაშვილის განმარტებით, აქციების მოთხოვნაა - რიგგარეშე არჩევნები და მისი გათავისუფლება.