აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად იმოქმედა და სომხეთს დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცა.
„დღემდე აზერბაიჯანმა, ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, 1700-მდე სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა. ყარაბაღის პირველ ომში დაკარგული ჩვენი 4000 მოქალაქის ბედი დღემდე უცნობია. მაგრამ ჩვენ სხვაგვარად მოვიქეცით,“- აღნიშნა ბაირამოვმა.
ამასთან, მან სომხეთს მოუწოდა, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და საზღვრებს.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-8 გლობალურ ფორუმზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დაინტერესებულია სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით. აზერბაიჯანი სომხეთს სთავაზობს პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და საზღვრებს და გადაიქცეს განვითარებადი რეგიონის ნაწილად", - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.