ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს“ მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ბელარუსი ხალხის დახმარებას.
„არაერთხელ მითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ რუსეთისთვის ბელარუსი არ არის მხოლოდ კარგი მეზობელი და უახლოესი მოკავშირე, ეს არის მართლაც ძმური რესპუბლიკა, ძმური ხალხი. ერთად აღვუდგებით ჩვენი სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერ მცდელობას. რუსეთი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მოძმე ბელარუსი ხალხის დახმარებას“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.