ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ იორკში, მდინარე ჰუდსონზე ახალი პარკი, სახელწოდებით "პატარა კუნძული" გაიხსნა. მანჰეტენის რაიონში, ვესტ საიდის სახელით ცნობილ უბანში ამ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ამერიკელმა მილიარდერმა, ბარი დილერმა 260 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის განხორციელებას საერთო ჯამში შვიდ წლამდე ვადა დასჭირდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პარკის გახსნა კიდევ უფრო გაჭიანურდა. "პატარა კუნძულს" თითქმის 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უჭირავს. კონსტრუქცია, რომელზეც რეკრეაციული ზონაა გაშენებული, მდინარეში განლაგებულ 280 ბეტონის ბოძზე დგას. პარკის ყველაზე მაღალი მონაკვეთი წყლის ზედაპირიდან 18,9 მეტრის, ყველაზე დაბალი კი 4,6 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ჰუდსონში წყლის დონე ჩვეულებრივ მაქსიმუმ 3,4 მეტრით იმატებს. ტელეარხის ცნობით, მდინარეზე პარკის გაშენების ინიციატორი მილიარდერი ბარი დილერია, რომელმაც პროექტი 260 მილიონი დოლარით დააფინანსა. პარკი ბეტონის ბოძებით არის აშენებული. მისი ფართობი 1.1 ჰექტარია. პარკში მოხვედრას მსურველების საფეხმავლო ბილიკით შეძლებენ.