მეუფე სტეფანემ ჩოხოსანთა დახმარებით ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული სასულიერო პირები ძალის გამოყენებით მონასტრიდან გამოაძევა. პოლიციამ ოთხი სასულიერო პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებულებს შორის არის მამა დანიელიც.
სამართალდამცავებმა მონასტრის ეზო გადაკეტეს, ტერიტორიაზე მრევლს არ უშვებენ. ადგილზე 200-მდე პოლიციელია მობილიზებული.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ, რამდენიმე თვის წინ, 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა. მათ მონასტერში ყოფნის გარკვეული ვადა ჰქონდათ, რაც გუშინ ამოიწურა.