სახელმწიფო არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირებას წელსაც გააგრძელებს - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა "ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 5 000 ტონა არასტანდარტული ციტრუსის გადასამუშავებლად, 500 000 ლარია გათვალისწინებული. პროცესი როგორც წესი, იწყება ნოემბერში და გადადის იანვარში, ამიტომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 000 ლარი.
სუბსიდირების თანხა უკვე გამოყოფილია სახელმწიფოს მხრიდან. ასევე მზად არის საწარმო, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს ციტრუსს.