გერმანიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 33 949 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. საერთო ჯამში გერმანიაში კორონაივრუსით ინფიცირებლთა რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა და 96 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 66.5%, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა კი 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 6.7%-ს აქვს მიღებული.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანა არავაქცინირებული ადამიანების "მასობრივ" პანდემიას განიცდის.