ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამდროისთვის 1 830 საარჩევნო უბნიდან 201 უბნის შედეგები გადაითვალეს, რის შედეგადაც, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა 21 ხმა და მოემატა - 28, "ქართულ ოცნებას" დააკლდა 10 ხმა და მოემატა - 23.
ცესკოს ცნობით, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.