მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი და ნავთობის მარაგების მქონე კომპანია Saudi Aramco-ს სუფთა მოგებამ მესამე კვარტალში 30,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 11,8 მილიარდი ჰქონდა, რაც 156%-იანი ზრდაა. აღნიშნულის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ.
კომპანია აღნიშნავს, რომ მოგების ზრდა პირდაპირ კავშირშია ნავთობის ფასის მატებასთან. კომპანია მესამე კვარტალში აქციონერებისთვის დივიდენდების სახით 18,8 მილიარდ დოლარს გადარიცხავს.
საანგარიშო პერიოდში Saudi Aramco-ს თავისუფალი ფულადი ნაკადი 28,7 მილიარდი დოლარია და ის წლის განმავლობაში 3-ჯერ არის გაზრდილი.