ჩვენ მყარად ვიგებთ არჩევნებს, თუმცა არის 2 მუნიციპალიტეტი, სადაც... - ირაკლი კობახიძე - Palitra News

ჩვენ მყარად ვიგებთ არჩევნებს, თუმცა არის 2 მუნიციპალიტეტი, სადაც... - ირაკლი კობახიძე

2021-10-30 16:21:26+04:00

გამომდინარე იქედან, რომ ორ მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან, ბოროტებას თეორიული და პრაქტიკული შანსი აქვს გაიმარჯვოს, - ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ განმარტა, „50%-იან მაჩვენებთან ახლოს ყოფნა იმას ნიშნავს, რომ არ იგებენ, მაგრამ აქვთ შანსი, 50%%-იან ზღვარს მიაუახლოვდნენ“.

მისივე თქმით, ეს მონაცემები პარტიის აქტივის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება და „აქტივი მოწოდებულ მონაცემებში არ ცდება“.

კობახიძემ აღნიშნული მუნიციპალიტეტები არ დაასახელა.