"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში დილიდან ე.წ. კარუსელის დატრიალების და ფულის დარიგების შემთხვევები გამოვლინდა.
მისი თქმით, მე-7 საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე მოქალაქე ხმის მიცემას მეორედ ცდილობდა, ამასთან, ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა მე-40 უბანთან ახლოს მდგარი მანქანიდან.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ასევე დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანების საარჩევნო უბანზე მისვლისა და უბნის შიგნით "ქართული ოცნების” აგიტატორების ყოფნის შემთხვევები.