ზუგდიდში საუთარი ხმა უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც ხმა ქართული ოცნების მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას მისცა და საკუთარი არჩევანი ხმამაღლა გააჟღერა.
ამასთან ირაკლი ჩიქოვანმა თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, ფონი დაძაბული არ არის , თუმცა დაძაბულობის შექმნას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგელები ცდილობენ. მაჟორიტარმა დეპუტატამა მხარდამჭერებს მოუწოდა რაიმე სახის პროვოკაციებს არ აყვნენე და მშვიდად გააკეთონ საკუთარი არჩევანი.
თვითმმართველობის არჩევნების მეროე ტურში ზუგდიდის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. “ნაციონალური მოძრაობიდან” ანზორ მელია, “ქართული ოცნებიდან” მამუკა წოწერია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 67 საარჩევნო ოლქი და 109-ს საარჩევნო უბანია. რეგისტირებულია 119 849 ამომრჩეველი.