დღეს ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. მათივე ცნობით, ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.