ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“წელს ჩინეთში ადამიანთა ინფიცირების შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია. ეს არის ვირუსი, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება", - აღნიშნა პროფესორმა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პროფესორმა ტიის კუიკენმა.
ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, შტამი, რომელიც მანამდე ცირკულირებდა, როგორც ჩანს, შეიცვალა და შესაძლოა, ადამიანებისთვის უფრო მეტად გადამდები იყოს.
ჩინეთში წელს ფრინველის გრიპის, H5N6-ის ქვეტიპით 21 ადამიანი დაინფიცირდა, რაც გასულ წელთან შედარებით, როდესაც ინფიცირების მხოლოდ ხუთი შემთხვევა დადასტურდა, მნიშვნელოვანი ზრდაა.
ექსპერტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით ბევრად დაბალია, დაინფიცირების ფაქტები შემაშფოთებელია, რადგან ვირუსს სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.