მთავრობის დადგენილებით, საქართველოში ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია შეიქმნა.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ჯანსაღი ქალაქების ეროვნული ქსელის სამთავრობო კომისია წარმოადგენს ჯანსაღი ქალაქების საკითხებში საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს.
კომისიის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია, მათ შორის: ქალაქების სოციალურ და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯანმრთელობის მაღალ დონეზე აყვანის მიზნით დასახული ქმედებების ხელშეწყობა და ადგილობრივ დონეზე ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკისა და მოქმედების დანერგვა.
დადგენილების თანახმად, კომისიის სხდომა იმართება კვარტალში ერთხელ, ხოლო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სხდომა საჭიროებისამებრ დაინიშნოს.