ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-მექსიკის საზღვარზე 1.7 მილიონი ადამიანი დააკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია - Palitra News

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-მექსიკის საზღვარზე 1.7 მილიონი ადამიანი დააკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია

2021-10-23 13:52:04+04:00

ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-მექსიკის საზღვარზე 1.7 მილიონი ადამიანი დააკავეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. BBC-ის ინფორმაციით, მათ შორის მილიონზე მეტი მექსიკის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან: გვატემალადან, ჰონდურასიდან და ელ-სალვადორიდან არიან.

მიგრანტებს შორის 145 000 არასრულწლოვანი იყო, რომლებიც თანმხლების გარეშე ცდილობდნენ საზღვრის გადაკვეთას, რაც ასევე რეკორდულად მაღალი რაოდენობაა. გამოცემა წერს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მიგრანტების რაოდენობის ზრდას ჯო ბაიდენის შედარებით ლოიალურ საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევამდე ჯო ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შედარებით უფრო ჰუმანური საიმიგრაციო პოლიტიკა იყო.