ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, რომელიც ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სიმღერით Easy On Me დაგვიბრუნდა, დღიური ნახვის კატეგორიაში Spotify-ის რეკორდი მოხსნა. ადელის ახალ სიმღერას 24 საათის განმავლობაში 24-მა მილიონმა ადამიანმა მოუსმინა, რითაც სამხრეთკორეული ჯგუფის BTS-ის სიმღერა Butter უკან ჩამოიტოვა.
Easy on me პირველი სიმღერაა ადელის ახალი ალბომიდან, სახელწოდებით 30, რომლის გამოშვებასაც მომღერალი 19 ნოემბერს აანონსებს. შეგახსენებთ, რომ ადელის წინა ალბომი 25 2015 წელს გამოვიდა და მომღერალი მუსიკალურ კარიერას მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაუბრუნდა. Instagram-ის პოსტში მომღერალი წერს, რომ "ცხოვრების ყველაზე მღელვარე პერიოდში ეს ალბომი ამოუდგა მხარში და საკუთარი თავის შესახებ მწარე სიმართლეც გააცნობიერა".