ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი ევროპარლამენტარი აწერს, წერია რომ სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს განიხილავს მესამე პრეზიდენტი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. განცხადების თანახმად, სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. როგორც განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ.