კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის.