გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის თავის მიმართვაში წერს, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატებმა გააცნეს.
სააკაშვილის განცხადებით, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გაათავისუფლოს, შესაბამისად ,ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში.