„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულების მატებასთან ერთად მოსალოდნელია რეგულაციების გამკაცრებაც. მისი თქმით, აუცილებელია ე.წ „მწვანე ზონების“ დანერგვა რაც გულისხმობს, მწვანე ზონებში შემავალი რესტორნების თანამშრომლების სრულად ვაქცინირებას და ასევე სტუმრების მხოლდო იმ კატეგორიის შეშვებას ვისაც ე.წ QR კოდი ექნება. გარდა ამისა, ბურჯანაძის განცხადებით, მწვანე ზონებში შესვლა იქნება ნებაყოფლობითი.