"ევროპული საქართველო" "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მათ წარმომადგენლებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი წერეთელის თქმით, რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძის მიმართ მიყენებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რეაგირება დროულად უნდა მოხდეს.