რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სთავაზობს, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით - პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე საკითხს გამოეხმაურნენ.
როგორც პრემიერი განმარტავს, სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია დასამთავრებელი აქვს.
კახა კუჭავა კი აცხადებს, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად, რუსეთს ყველანაირ არაკანონიერ ქმედებაში ხელს შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სთავაზობს, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით.