აჭარის მთავრობა 8 ოქტომბრის ტრაგედიით დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. მთავრობამ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით უკვე მიმართა. ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს სწორედ ამ საკითხს განიხილავენ.