გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს გიორგი სურმანიძეს შეხვდა. საუბარი შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობასა და შედეგებსს. აღინიშნა რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და რისკები მინიმუმამდეა შემცირებული. თუმცა მინისტრების თქმით გასაკუთრებით ამ პერიოდში, მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ მექანიკური მეთოდების გამოყენება აუცილებელია.