საგარეო საქემთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მომავალ კვირაში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ისტორიული დატვირთვის მქონეა და ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველო ამერიკას შორის არსებულ მტკიცე საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და დინამიურ თანამშრომლობას ანიჭებს.
მინისტრის განმარტებით, ვიზიტის დეტალებზე მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა არის მოლოდინი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.