საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას სტუდენტები პრეზიდენტს იმ საკითხების შესახებ ესაუბრნენ, რომლებსაც ისინი სწავლის პროცესში აწყდებიან.
საუბარი შეეხო სწავლის პროცესში სტუდეტებისათვის შექმნილ სირთულეებს, როგორიცაა წყაროებსა და დოკუმენტაციაზე წვდომის საკითხი. რაზეც, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მიეცეთ შესაძლებლობა და ჰქონდეთ წვდომა იმ კონკრეტულ დოკუმენტაციასთან და წყაროებთან დაკავშირებით, რომელიც მათ კვლევისას ან სწავლის პროცესში სჭირდებათ.