მეხუთე ტალღის შესაძლო მოახლოებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის შეფასებით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფული მდგომარეობაა, ქვეყანაში „მეხუთე ტალღამ“ სტარტი აიღო.
როგორც მან მედიაცენტრ "მთავარში" განაცხადა, დაბალი იმუნიზაციის ფონზე გაიზრდება ინფიცირების და ლეტალობის შემთხვევები.