ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს - Palitra News

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს

2021-10-04 12:02:13+04:00

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი ადგილობრივის - იმზარ მამედოვის საცხოვრებელ სახლში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ სახლის ეზოში მდგარი ერთი ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სავრაუდო ვერსიით, ფაქტი სადავო ბიზნეს წილების გაყოფას უკავშირდება.