შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ცნობით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.