საიამ "2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიშის" პრეზენტაცია გამართა, სადაც საუბარი იყო ძირითადად მიგნებებსა და დარღვევებზე წინასაარჩევნო პერიოდთან მიმართებაში.
საიას თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით დაკვერვების შედეგად ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვეთა, როგორიცაა მუქარის, ზეწოლისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. თუმცა მისი თქმით აუცილებელია დროული და ეფექტური გამოძიება ამ ყველაფერთან მიმართებაში.