ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford Motor -ი 4 ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 7 მილიარდი დოლარია.
ოთხიდან სამი ქარხანა დაიწყებს ელექტრომობილებისთვის აკუმულატორების წარმოებას, მათგან ორი კენტუკიში აშენდება, ერთი კი ტექსასის შტატში. აკუმულატორების წარმოებაში კომპანიის პარტნიორი გახდება სამხრეთ-კორეული კომპანია SK Innovation-ი. ახალი საწარმოები შეძლებენ წლის განმავლობაში 1 მილიონი ელექტრომობილი უზრუნველყონ აკუმულატორებით. მეოთხე ახალი ქარხანა კი უშუალოდ ავტომობილების აწყობით დაკავდება და იქ 2025 წლიდან მოხდება ელექტროპიკაპების წარმოება.
კომპანია ჯამურად ელექტრომობილების წარმოების განვითარებაში 2025 წლამდე 30 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.