ბრიტანეთის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდების შეფერხება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, იკლებს თუ არა აჟიოტაჟური მოთხოვნა. ამის შესახებ გაზეთი The Times -ი წერს.
მათი მონაცემით, საწვავის მიწოდებაში შესაძლოა, ჩავარდნა გაგრძელდეს, ვინაიდან სადგურებში რეზერვუარების გავსებას დრო სჭირდება. გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბრიტანული ნავთობკომპანია BP, რომელმაც პირველმა შეძლო დეფიციტის დარეგულირება, კვლავ განიცდის პრობლემას და ეს მომდევნო თვესაც გაუგრძელდება.
დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლებს შორის პანიკური განწყობები 23 სექტემბრიდან გავრცელდა, როცა BP იძულებული გახდა მისი კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურების ნაწილი სწორედ საწვავის მიწოდებაში არსებული პრობლემის გამო დაეხურა. კორპორაციაში პრობლემის მიზეზიც დაასახელეს, რაც საწვავმზიდების მძღოლების დეფიციტთან იყო დაკავშირებული. ეს პრობლემა აღენიშნებათ სხვა კომპანიებსაც. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ კუთვნილი ათას 200-დან მხოლოდ რამდენიმე ათეული სადგური დახურა ბრიტანეულ ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების გრძელი რიგები გაჩნდა.