აგვისტოში სტაფილოს იმპორტი, ბოლო 5 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო. საქართველოში 506 ტონა სტაფილო შემოიტანეს, რაც 2014-2020 წლების პერიოდის აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს 2,3-ჯერ აღემატება.
EastFruit-ის ინფორმაციით, საქართველოში სტაფილოს უმსხვილეს იმპორტიორად თურქეთი რჩება, რომლის წილიც 90%-ზე მეტია. იმპორტის მაჩვენებელი მაღალია მიმიდინარე თვეშიც.
გამოცემის ცნობით, უჩვეულოდ მაღალი იმპორტი ადგილობრივი მარაგის ნაკლებობით გამოწვეული გაზრდილი ფასების შედეგია. როგორც EastFruit-ი წერს, ამჟამად ქართულ ბაზარზე თურქული სტაფილო დომინირებს, რომლის ფასიც მნიშვნელოვნად დაბალია.
საქართველოში გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა ის, რომ აგვისტოში სტაფილოს საშუალო საბითუმო ფასმა ტონაზე 480 დოლარიდან კლება დაიწყო და გასულ კვირას 320 დოლარამდე დაეცა. EastFruit-ი ვარაუდობს, რომ ქართულ ბაზარზე სტაფილო შესაძლოა, კიდევ გაიაფდეს.
ამასთან, პორტალის მონაცმებით, სტაფილოს მოხმარების მთლიან მოცულობაში ქართული წარმოების წილი 2014 წლის 45%-დან 2020 წელს 18%-მდე შემცირდა.