საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი რაჭაში, ონიდან 1 კმ-ში, სოფელ ონჭევში მდებარეობდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ბიძგის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19 საათსა და 7 წუთზე დაფიქსირდა.