გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა - Palitra News

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

2021-09-27 09:21:43+04:00

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და სახლში მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მოძრავი მიკროავტობუსი დაეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.