2021 წლის პირველ 8 თვეში პირველად სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით, 143 980 ერთეულით ნაკლებმა ავტომობილმა გაიარა - ამის შესახებ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო“-ს მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში წერია.
კერძოდ, უწყების ცნობით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 352 061 ათასმა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 222 113, უვარგისი 129 157, გზაზე გადაადგილება კი 746 ავტომობილს აეკრძალა.
2021 წლის იანვარ-აგვისტოში კი პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 208 081-მა ავტომობილმა გაიარა. აქედან, ვარგისი იყო 119 704, უვარგისი 87 076, გზაზე გადაადგილება კი გასულ წელთან შედარებით 555 მეტ, 1 301 ავტომობილს აეკრძალა.
რაც შეეხება განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირების გავლისას გზებზე გადაადგილება 2020 წლის პირველ 8 თვეში - 34 ავტომობილს, 2021 წელს კი, 94-ს აეკრძალა.