პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე სანზონის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ირაკლი ხელაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებლობის პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.