უფლებადამცველების განცხადებით, სუსიდან გამოჟონილ ფაილებში, მათი კოლეგების ფარული ჩანაწერებიც ფიქსირდება. გარდა ამისა, მათი მტიცებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ადვოკატებსა და დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბარსაც, რაც კანონის აგთვალისწინებიტ კონფიდენციალურია. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ის მზადაა გვერდით დაუდგეს და სამართლებრივად დაეხმაროს ნებისმიერ კოლეგას, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას.