ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება, როგორც მინისტრმა აღნიშნა მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ შეცვალა ბანერები, და იყო თუ არა ეს მისი გუნდი. მისი თქმით, კომპანია „ალმასგან“ გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო თუ რამდენად სწორი ბანერით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლება.
ცნობისთვის, თბილისში და რამდენიმე ქალაქში გამოაკრეს ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, აღნიშნული პლაკატები ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის ბანერებს გადააკრეს.