არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, ფერმერებს საშუალება აქვთ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებში არანაკლებ 22 თეთრად ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი. სახელმწიფო სუბსიდია - 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია. პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. 21 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე 2,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული.