„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ე.წ. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა, რომელიც მას ეხებოდა.
როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბოკუჩავამ აღნიშნა, ის თავს დაზარალებულად მიიჩნევს, თუმცა, იმის იმედი, რომ გამოძიება დამკვეთებს გამოავლენს, არ აქვს. მისივე ინფორმაციით, ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ აღნიშნული გამოძიება გავიდეს დამკვეთებზე და შემსრულებლებზე.