ანკარა ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. „თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი კანონიერი ძალა არ აქვს“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.