ყოფილ მაღალჩინოსან, მეგის ქარდავასთან რუსთავის ციხეში ადვოკატი უკვე შევიდა. უკრაინიდან ექსტრადირებული მსჯავრდებულის უფლებადამცველის მალხაზ ვალიჯანაშვილის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უნდა შეთანხმდნენ, თუ რა იქნება დაცვის მხარის სტრატეგია. მისივე თქმით ყველა განაჩენი რაც ქარდავას უსამართლოდ აქვს მიღებული, უახლოეს მომავალში სასამართლოში გასაჩივრდება. ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში ქარდავა უკვე მსჯავრდებულია. იგეგმება ყველა განაჩენის გასაჩივრება. დაცვის მხარე არც ერთ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პირველი სხდომა, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის წამებას ეხება - ნოემბერში უნდა შედგეს.