პირები, რომლებმაც კორონავიურსის საწინააღმდეგო ვაქიცნის მე-3 იგივე „ბუსტერ“ დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები, ხოლო დაინფიცირებისგან 10-ჯერ - ამ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ქვეყნის ჯანდაცივს სამინისტროს მკვლევარებსა და ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის თანახმად, ვაქცინის მე-3 დოზის მიღებიდან 12 დღის შემდეგ, ინფიცირების რისკი 11.3-ჯერ ნაკლები იყო იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც მესამე დოზა არ მიუღიათ. გამოცემის ცნობით, კვევაში მონაწილოება მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შეგახსენებთ, ისრაელი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ვაქცინის მესამე დოზით აცრის კამპანია დაიწყო. ბოლო მონაცემებით „ბუსტერ“ დოზით ქვეყანაში 3 მილიონამდე ადამიანი აიცრა.