პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ ქემოკლიძე სამგორის მოსახლეობას წარუდგინა. როგორც გახარიამ სამგორში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სხვადასხვა უბანში განვითარების ამხელა სხვაობა არ შეიძლება იყოს. „ გრძელდება პარტია „საქართველოსთვის” მხარდამჭერთა გუნდში გაწევრიანება. ამჯერად მხარდამჭერთა გუნდს მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. მხარდამჭერთა გუნდი უზნაძის 4 ნომერში მოეწყო. გუნდის წევრების მონაწილეობით თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაიმართება.