ეგვიპტეში მომდევნო თვეებში ორი ახალი ტურისტული ქალაქი გაიხსნება. ამის შესახებ ეგვიპტის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა.
ერთი ქალაქი ქაიროდან ჩრდილოეთით 100 კილომეტრში იქნება წითელი ზღვისკენ, მას ალ-გალალა ეწოდება, რამდენიმე თვეში კი ახალი ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაიხსნება ალექსანდრიიდან არც ისე შორს და მას ალ-ალამინი ეწოდება.
მინისტრის თქმითვე, უახლოეს მომავალში ეგვიპტის მიმართულებით ავიაბილეთების ფასები არ შეიცვლება და სახელმწიფო ავიაკომპანიების მხარდაჭერის პროგრამას განაგრძობს.