დღეს პრაქტიკულად, მთელი არჩევნები სუს-მა გადაიბარა. საარჩევნო ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას არჩევნებზე აზრს არავინ ეკითხება, მთლიანად ჩაბარებული აქვს სუს-ს, რადგან „ქართულ ოცნებას“ წაგების შიში აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს მხრიდან მცხეთის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმის“ სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, უდუმაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიები ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირისპირ საუბარი.