მთავრობა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალ კანონზე მუშაობს. ამის შესახებ მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.
როგორც მთავრობის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, სამართლებრივი რეგულირების მიღმა არის დარჩენილი წყლის რესურსების დაცვისა და წყლით რაციონალური სარგებლობის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის წყალსარგებლობის მთელი რიგი ფორმები - მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება, ჩამდინარე წყლებით წყლის ობიექტების დაბინძურება და სხვ.
კანონპროექტის მიზანია წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, შიდა ზედაპირული წყლების, გარდამავალი წყლების, სანაპირო წყლების და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება, წყლის რესურსების სფეროში შესაბამისი ევროდირექტიევის პრინციპების და მოთხოვნების შესაბამისად.